ბიზნესმენ-მაჟორიტარი მაკრახიძე

გორის მუნიციპალიტეტში  საგზაო ტენდერებს ძირითადად სამი კომპანია –  “საგზაო სამმართველო #1”, “შარა” და “იბოლია” იგებს.  ამ სამ კომპანიას ერთმანეთთან პარლამეტის წევრი, საარჩევნო ბლოკის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე აკავშირებს. 

2

სახელმწიფო აუდიტის ახალი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2017-18 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 33 საგზაო ტენდერიდან 33-ვე შემთხვევაში გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. ამ ტენდერების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება კი 18.8 მლნ. ლარი იყო.

22 ნოემბერს გამოქვეყნებულ აუდიტის  დასკვნაში ზედმიწევნით არის  აღწერილი  გორის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ყველა საეჭვო ტენდერი. სახელმწიფო 268448684მაკონტროლებელი ორგანოს  დასკვნის  თანახმად,   სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა   შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ტენდერები ტარდებოდა  ერთი და  იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, კონკურენციის შემთხვევაში კი დაბალი ფასის მქონე კომპანიები დისკვალიფიცირდებოდა.

2017-18 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა საგზაო სამუშაოებისთვის 18 785 200 ლარის ოდენობის ტენდერი გააფორმა. მაკონტროლებელი ორგანოს ინფორმაციით, 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში შპს “საგზრაო სამმართველო №1″-მა , 8 “იბოლიამ”, “შარამ” კი 4 ტენდერში გაიმარჯვა.

ჩვენ დავინტერესდით თითოეული კომპანიის მოგებული ტენდერებით. შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიეთ 3 სხვადასხვა დროს ჩატარებული ტენდერი და შევისწავლეთ სავარაუდო კორუფციის ნიშნები.

  1. 2017 წლის 4 მაისს  გამოცხადებულ ტენდერში “იბოლიასთან” დამარცხდა ამხანაგობა “მშენებელი”. ტექნიკური მოთხოვნებიდან ირკვევა, რომ  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წკრის ცენტრიდან დევნილთა  დასახლებამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას შემდეგი  ტექნიკური მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა: პრეტენდენტს წინადადების დაწყების დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში  შესრულებული უნდა ჰქონოდა არანაკლებ 4 000 000 ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის, შინაარსის სამუშაოები. ასევე კომპანიას  უნდა  ჰქონოდა 500 000 ლარიანი პოექტის შესრულების გამოცდილება. სატენდერო პირობები იყო მორგებული და სავარაუდოდ თავიდანვე განსაზღვრული გამარჯვებული კომანიისთვის. ლოგიკურად მუნიციპალიტეტს ამხანაგობა  “მშენებელი” უნდა აერჩია, რადგან სამუშაოების შესრულება უფრო დაბალ ფასად შესთავაზა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამხანაგობას არ ჰქონდა 500 000 ლარიანი პროექტის შესრულების გამოცდილება დისკვალიფიცირდა.                                                                  Capture111
  2. 2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს. “საგზაო სამმართველომ” და შპს. “ორბიტამ” მიიღო. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარი იყო. სატენდერო  პირობების თანახმად,  კომპანიას ჯამში არა ნაკლებ 2 მლნ. ლარის ოდენობის მსგავსი ტიპის სამუშაო უნდა ჰქონოდა შესრულებული. აქედან ცალკეული, ერთი ხელშეკრულება მაინც უნდა ყოფილიყო არა ნაკლებ 700 000 ლარის.

74377159_454264718560657_8908805883316666368_n

რეალურად შპს. „საგზაო სამმართველი N1“-მა 490 ათას ლარიანი სატენდერო წინადადება, ხოლო შპს. „ორბიტა”-მ 450 000 ლარი შესთავაზა. დაბალი ფასის გამო მუნიციპალიტეტს შპს. “ორბიტა” უნდა აერჩია, თუმცა მან დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან განაცხადში 700 000-ის მაგივრად 562.2 ათასი ლარის ოდენობის სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაცია წარადგინა. შესაბამისად, ტენდერში მაღალი სატენდერო ფასის მქონე კომპანიამ, შპს. “საგზაო სამმართველო #1-მა” გაიმარჯვა. გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 700 ათასი ლარის შესრულების მოთხოვნა, როდესაც სავარაუდო ღირებულება 500 ათასი ლარი იყო.

  1. 2017 წლის 9 ივლისიტენდერი გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ოლოზში მდინარე ათრევაზე ხიდის მოწყობის სამუშაოებზე. სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარი.  აღნიშნულ ტენდერში, უკონკურენტო გარემოში, მხოლიოდ ერთი კომპანია შპს. “შარა” მონაწილეობდა. პრეტემდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონოდა არა ნაკლებ 500 000 ლარის ოდენობის მსგავსი სახის სამუშაო. აქედან კი ერთი ხელშეკრულება მაინც უნდა ყოფილიყო არა ნაკლედ 100 000 ლარის. რა საჭიროა ხუთჯერ მეტი ლარის ოდენობის სამუშაოს მოთხოვნა, როდესაც სავარაუდო ღირებულება მხოლოდ 100 ათას ლარს წარმოადგენს. საბოლოოდ ტენდერში გაიმარჯვა ერთადერთმა კომპანია “შარამ”. ხშირია, როდესაც მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ კომპანიებს ფორმალურადაც არ ჰყავთ კონკურენტები, ამიტომაც უფრო მარტივად იგებენ ტენდერებს.

Snapshot

უკონკურენტო შემთხვევები

  1. “იბოლია”  

11111111

  1. “შარა”

monawileeeweee

  1. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”

monawileeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee

ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვებისას სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ტენდერები ტარდებოდა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

იოსებ მაკრახიძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ არანაირ კავშირში არაა მისი მაჟორიტარობა და ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების კომპანიების ტენდერებში გამარჯვება. ამის არგუმენტად კი თავისი მრავალწლიანი გამოცდილება მოჰყავს. მისი მტკიცებით, აუდიტის დასკვნა არასწორია და არ ასახავს რეალობას. ის  ასევე მიიჩნევს, რომ აუდიტმა მისი ხელმოწერის გარეშე დასკვნა არ უნდა  გამოაქვეყნოს.

 

იბოლია

შპს. “იბოლიას” დამფუძნებელი და 40%-იანი წილის მფლობელი იოსებ მაკრახიძეა. ამასთანავე, თავის ორ შვილს მარინა და ოფელია მაკრახიძეებსაც 15-15%-იანი წილები აქვთ. დოკუმენტების მიხედვით, დირექტორის თანამდებობას, 10%-იანი წილით, დავით გოდერძიშვილი და გოდერძი მიქავა იყოფს. კომპანიის 5 პროცენტიან წილებს მიქავების ოჯახის კიდევ 4 წევრი ფლობს.

იბოლია1iboolia

 “შარა” 

შპს. “შარა” 2002 წელს დაარსდა. კომპანიის 33%-იან წილს ფლობს ოფელია მაკრახიძე.  დანარჩენ 67 %-ს  მაკრახიძეების ოჯახის ახლობლები, ცოლ-ქმარი თამარ კოდალაძე და ამირან მშვენიერაძე. გარდა ამისა, 2018 წლის 31 მაისამდე ოფელია მაკრახიძის მაგივრად, 33%-იანი წილის მფლობელი იოსების მეუღლე ციცინო კალანდაძე იყო.

შარა1Snapshot(2)

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”

კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი შოთა აბულაძეა, ხოლო დანარჩენ 25-25%-იან წილებს ნუგზარ და ნუკრი აბალაკები იყოფენ.

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1sagzao samsheneblo sammartvelo

ვინ არის  იოსებ მაკრახიძე?

ბიზნესმენი მაკრახიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა  ხელისუფლებას  ერგებოდა საკუთარი ბიზნესების ლობირების  სანაცვლოდ. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას იგი ამ პარტიის  ერთ-ერთ მსხვილი შემომწირველი იყო. მან 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას 25 000 ლარი შესწირა. საერთაშორისო გამჭირველობა- საქართველოს ინფორმაციით, მხოლოდ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შპს „იბოლიამ“ მაკრახიძის დირექტორობის დროს 29 ტენდერში გაიმარჯვა, ასევე, გამარტივებული შესყიდვის წესით 21 კონტრაქტი გააფორმა. 2016 წელს იოსებ მაკრახიძემ “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” – 50 000  შესწირა. ამავე წელს მაკრახიძე პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. უკვე  დეპუტატის  ამპლუაში, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, 50 000 ლარი შესწირა.  იოსებ მაკრახიზე იმ პარლამენტართა შორისაა, რომლებიც ხმას  არ იღებენ. გასულ წელს ოფიციალური ინფორმაციით, მაკრახიძეს არცერთი კანონპროექტი არ წარუდგენია და არცერთხელ საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია.

იოსებ მაკრახიძე შემოწირულობები

 

ის, რომ იოსებ მაკრახიძის ქონება მისი მაჟორიტარობის დროს გაიზარდა ამას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. “საერთაშორისო გამჭირვალობა –

7_22-e1575224820893.jpg
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს” კვლევის თანახმად, იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა  სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.  ჩვენთან საუბრისას, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი  ბაჩანა ხუციშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს მაკრახიძის ოჯახისა და მისი მეგობრების კომპანიების გამარჯვებულ ტენდერებს. მკვლევარი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი და მაჟორიტართან დაკავშირებული კომპანიები ხშირად შეთანხმებულები არიან, რის  გამოც ტენდერები ხშირად უკონკურენტო ან სასურველ კომპანიებზეა  მორგებული.

შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძე ტენდერების საკითხზე არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. მაკრახიძე  ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის მაჟორიტარობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჰქონდეს გავლენა რეგიონში და ძალაუფლება საკუთარი ბიზნესების გაძლიერებისთვის.

ბოშები ქალაქის მიღმა

     ქობულეთში თუ ბოშათა დასახლებას იკითხავთ, მარტივად მიგასწავლიან, ისინი გელაურში, რკინიგზის მიღმა ცხოვრობენ. მრავალეთნიკურ დასახლებაში, ქართველები, სომხები, რუსები, ბერძნები და ბოშათა 25-მდე  ოჯახი  თანაცხოვრობს, თუმცა დისკრიმინაციის მსხვერპლნი ძირითადად ბოშები არიან. წლების განმავლობაში მათ მიმართ ადგილობრივებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დროთა განმავლობაში მათი განწყობები იცვლება.  მათთვის სახელმწიფო ენის ცოდნა და განათლების  მიღება ყველაზე  დიდი პრობლემაა, რაც მათ ინტეგრაციასა და სოციალიზაციას უშლის ხელს.

DSC_0022

     2007 წლიდან ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნარგიზ ჯინჭარაძემ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად დაიწყო ბოშებთან თანამშრომლობა. თავდაპირველად საკვირაო სკოლებისა თუ სხვადასხვა აქტივობებით ექვსი მოსწავლე დაინტერესდა, თუმცა ამ ყველაფერს მოყვა უკურეაქცია და დაახლოებით 10 ქართველი მოსწავლე გადაიყვანეს ქალაქის სხვა სკოლაში, იმ მიზეზით, რომ მშობლებს არ სურდათ მათი შვილებისა და ბოშების ინტეგრაცია. ამის შემდეგ იყო კიდევ უფრო მეტი გამოწვევა და პრობლემა, როგორც მასწავლებლების, ასვე სხვა მშობლების მხრიდან.

222 “ყველაზე  დიდი მხარდაჭერა საბოლოოდ მივიღეთ ისევ მოსწავლეებისგან. ეს იყო მოტოვაცია, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და დღეს 76 ბოშა ირიცხება ჩვენს სკოლაში, 30-ზე მეტი კი აქტიურად არის ჩართული სასკოლო აქტივობებში. მათ აღარ აქვთ ინტეგრაციის პრობლემა და, პირიქით, ისინი  სოციალიზაციის პროცეს ხელს  უწყობენ.”

 

     ბოშებს აქვთ მძიმე სოციალური მდგომარეობა. ქობულეთში ისინი ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. მშობლები დღის დიდ ნაწილს გარეთ ატარებენ, რაც კიდევ უფრო უშლის ხელს მათ აქტიურ ჩართულობას  სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებთაც ჰყავთ კერძო რეპეტიტორი, რაც მათ სწავლის პროცესს უფრო ამარტივებს.

DSC_0048

14962281_641850885989277_464497091_n  გელაურში თემის ასეთმა გააქტიურებამ ხელი შეუწყო სკოლამდელი აღსაზრდელების ბაღში მიღების პროცესს. გელაურის ბაღში უკვე ორი ბოშა ბავშვი სწავლობს. თავიდან იყო წინააღმდეგობა. მშობლებთან ერთად, აღმზრდელები და მასწავლებლებიც არ იყვნენ ამისთვის მზად, თუმცა, სოციალიზაციის პროცესი გარდაუვალია და უკვე ყველა ეჩევა, რომ ქართველ, სომეხ, ბერძენ თუ რუს ბავშვებთან ერთად უკვე ბოშა ბავშვებიც იღებენ სკოლამდელ განათლებას, რაც სასკოლო პროცესს უფრო გაამარტივებს, რადგან ენობრივი ბარიერი სკოლამდე გაქრება.

      ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ბოშებისთვის საბუთების არქონაა. ამ პრობლემის მოგვარებასა და ყველა ბარიერის დაძლევა შეძლო ჯუმბერ ალიმოვმა. ამ ყველაფერში სკოლა და პირადად დირექტორი ეხმარებოდა. ის წარმატებული ახალგაზრდაა, ხშირად იმარჯვებს  სხვადასხვა კონკურსებში, მონაწილეობს კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ბოლოს პოლონეთში წარსდგა დიდი აუდიტორიის წინაშე და საკუთარ წარმატებებსა და ბოშების პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მას სურს მისი თემის ცხოვრება შეცვალოს და შემდეგ თაობებს აღარ ჰქონდეთ სოციალიზაციის პრობლემა.

     დირექტორმა, სკოლამ და მოსწავლეებმა არაერთი ჯილდო მიიღეს წლების განმავლობაში. მათ შორის გამორჩეულია ტოლერანტობის ქომაგის წოდება, რომელიც კიდევ უფრო დიდი მოტივაციის წყაროა სკოლისთვის, რომ შექმნან უკეთესი გარემო ყველასთვის და თანაცხოვრება გახდეს კიდევ უფრო სასიამოვნო.

Capturescvadvsfbfdb

სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნარგიზი, ამდენი გამოწვევისა და პრობლემის შემდეგ, ერთი რამეზე  ფიქრობს, რა იქნება, თუ ის აღარ იქნება დირექტორი.

– “რა იქნება თუ აღარ ვიქნები, ნეტა კიდევ თუ მოვლენ?!”

 

 

სტატიის ავტორი: მიშო გოგუაძე

ახალი მთავარი პროკურორის მოლოდინში…

12 კი, არცე რთი არა. მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი. თადუმაძეს მხარი საბჭოს წევრებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს. საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრია, სხდომას  მხოლოდ 13 წევრი ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. 

მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი, შალვა შვგულიძე, ნინო გოგნიაშვილი და შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭოს წარუდგინა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ.

36914201_1095033997302827_1828256329664299008_n
წყარო: მიშო გოგუაძე

თუმცა ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოთარ კახიძის მოითხოვა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო საბჭომ არ დააკმაყოფილა.

kaxidzee-cr-721x405

წყარო: WWW.Ipress.ge

“საპროკურორო საბჭოს სხდომის გახსნისთანავე დავაყენე პროცედურული საკითხი, რომ საბჭოს სხდომა, რომელზეც მხოლოდ ერთი საკითხი, მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევა-გასაუბრება არის შესული, ყოფილიყო ღია საზოგადოებისთვის. ვინაიდან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს პასუხები პირდაპირ რეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. მინისტრმა წულუკიანმა, რომლის თავჯდომარეობაც საბჭოში არის დაცინვა საზოგადოების, გააკეთა განცხადება, რომ კენჭისყრის პროცესი, ისევე, როგორც ხმის დათვლის პროცესი, მედიისთვის იქნებოდა ღია. ჩემი საკითხი იყო, რომ მთავარი ნაწილი ამ სხდომის, ანუ კანდიდატებთან გასაუბრებაც ყოფილიყო ღია საზოგადოებისთვის და მედიისთვის, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ამაზე განაცხადა უარი. მე ისედაც არ მქონდა ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო იყო მზად აერჩია ივანიშვილის გავლენის ქვეშ არმყოფი პირი მთავარ პროკურორად, რადგან ისინი ხელისუფლების და ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ არიან. იმისთვისაც კი არ აღმოჩნდნენ მზად, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო ღია სხდომა და ამ სიტუაციაში მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ სხდომაში მონაწილეობის.” -განაცხადა ტაბულასთან

ამის შემდეგ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, ეს ფორმალური პროცესი იყო, რადგან გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული.

შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, საბჭომ ორ კანდიდატს მოუსმინა, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

საპროკურო საბჭომ გამოაქვეყნა გასაუბრების აუდიოჩანაწერი  მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან. გასაუბრებას  იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უძღვება, თუმცა ის კანდიდატს კითხვებს არ უსვამს.

წყარო: საპროკურორო საბჭო

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მთავარი პროკურორის არჩევის წესზე განცხადებას აკეთებს. ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდობლობას უცხადებს შალვა თადუმაძეს.

წყარო: ლიბერალი

შალვა თადუმაძის მიმართ არსებობს კითხვები, მის კავშირებზე ბიძიან ივანიშვილსა და თეა წულუკიანთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის შალვა თადუმაძის ნათესავი არ არის თუმცა ადასტურებს, რომ მისი შვილის ნათლიაა.

ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში  2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა პირველ ოქტომბერს. ამ ჯგუფში იყო ბატონი არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა” – განაცხადა წულუკიანმა მედია საშუალებებთან.

მთავარი პროკურორის პოსტი  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა.  შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის მაისის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა.

რაც შეხება მთავარი პროკურორის არჩევისპროცედურას, შერჩეულ კანდიდატს, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

11 ივლისი და სხვადასხვა მედია საშუალებებში გაშუქებული მოვლენები.

 

აკრძალული გარევაჭრობა

20:00 საათის მოლოდინში

გარემოვაჭრეები დამძიმებული სოციალური პირობების  გამო ისევ გარეთ  გამოდიან. მერიის  ზედამხედველობის სამსახურში მასობრივი გარევაჭრობის  შესახებ  ინფორმაციას  არ ადასტურებენ. რეალობა კი სულ სხვანაირია. გარემოვაჭრეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები საღამოს რვა საათს ერთად ელოდებიან, ერთნი პურის ფულის  საშოვნელად, მეორენი კი – სახლში წასასვლელად.

წყარო: მიშო გოგუაძე

ერთი კვირის  მანძილზე  ჩვენ ვაკვირდებოდით სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ მდგომარეობას. მერიის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სამსახურის  წარმომადგენლებს, შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ გარემოვაჭრეებთან. შვიდი საათისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე შეხვდებით გოგონებსა და ბიჭებს, ქალებსა და კაცებს, რომელთაც მომზადებული აქვთ პროდუქცია რეალიზაციისათვის. ჩვენ შევესწარით მათ კომუნიკაციასაც. „ოც წუთში წავალთ და მერე რაც გინდათ ის  ქენით“, „ცოტახანი არ გამოხვიდეთ, ჯერ  რვა  საათი არაა“  – ამ ფრაზებს ეუბნებიან მერიის  სამსახურების  წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს.35645066_1071807036292190_8717283885609648128_n

       „ჩვენი სამსახურები ყოველდღიურად 08:00-დან 20:00-მდე საათამდე ყველა იმ ლოკაციაზე  პატრულირებენ, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა. თუმცა, საღამოს  საათებში გარემოვაჭრეების  მცირე  ჯგუფი ცდილობს მათი საქონლის რეალიზაციას. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე“ განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის  პრესცენტრის წარმომადგენელმა სალომე მოდებაძემ.

35526959_1071807009625526_7837463584530497536_n

 

გარემოვაჭრეების განმარტებით, მათი ნაწილი დაკმაყოფილდა სავაჭრო ადგილებით, თუმცა ბევრია  ისეთი, რომელთა დაკმაყოფილებაც მერიამ და  ბაზრობების  გაერთიანებამ ვერ მოახერხეს. ისინი თავს  დაუცველად გრძნობენ. მათი დიდი ნაწილის ოჯახების ერთადერთი შემოსავლის  წყარო გარევაჭრობა იყო.

     „ოთხი არასრულწლოვნის დედა ვარ. არ მომიწია ადგილი ბაზარში, თუმცა რომც მომწეოდა აზრიც არ ჰქონდა, რადგან ვისაც მოუწია საღამოს მაინც ჩემს  გვერდით ზის ახმეტელის მეტროს წინ. აღარ მაქვს  არანაირი საშუალება, მაქვს სესხები და კერძო ვალები. ერთადერთი გამოსავალი დამრჩა, იმედია,  გავაკეთებ საბუთებს და  წავალ ისრაელში. მინდა ჩემს შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა, არ მინდა  ჩემსავით  იწვალონ.“ განაცხადა მაია გაბეშიამ, რომელიც 13 წელია ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე  ვაჭრობს.35644625_1071807046292189_2433632133244256256_n

გარემოვაჭრეების ძირითადი მოთხოვნაა, მერიამ გარევაჭრობის უფლება მისცეთ მანამ, სანამ ხელისუფლება და ბანკები გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებსა და ნორმალურ პირობებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ დავინტერესდით რა პირობებში უწევთ მუშაობა ბაზრობებზე  გადანაწილებულ გარემოვაჭრეებს. მათი სავაჭრო დახლები ღია ცის  ქვეშაა, ვერ ნახავთ ჯანსაღი პროდუქტისთვის საჭირო ელემენტარულ პირობებს. მაგალითად,  დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის  გარემოვაჭრეები იქვე  არსებულ ღია ტიპის ბაზარში განაგრძობენ ვაჭრობას. სულ რამდენიმე მეტრის  დაშორებით მოძრაობენ  ავტომობილები, არის  ანტისანიტარია.

გლდანის გარემოვაჭრეები, რომლებიც ტანსაცმლითა და  სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობდნენ   ახმეტელის მეტროსთან მდებარე  აგრარულ ბაზარში გადაანაწილეს, რაც ასევე პროტესტის საგანია. ამავე ბაზარში არინ სადგურის მოედნის გარემოვაჭრეებიც.

„აქ ტანსაცმლის  საყიდლად არავინ შემოდის. ეს აგრარული ბაზარია. იქ, სადაც ხალხი ტანსაცმლის საყიდლად მიდის ჩვენი ადგილი არ მოიძებნა. განა ნორმალურია აგრარულ ბაზარში ტანსაცმლით ვაჭრობა?! სწორედ ამიტომაც იძულებულნი ვართ საღამოს ისე დავდგეთ მეტროს  ამოსასვლელთან და არ დავემორჩილოთ ამათ უაზრო გადაწყვეტილებას.“ -განაცხადა ნანა ვადაჩკორიამ, რომელიც ახმეტელის აგრარულ ბაზარში ტანსაცმლით ვაჭრობს.

ჩვენ დავინტერესდით მერისა და მისი მოადგილეების  პოზიციით. რამდენად იყვნენ ინფორმირებულები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვნელებით, თუმცა, როგორც მერის  პრესპიკერმა, გვანცა  პაპავაძემ, განგვიცხადა,   მათ არ სურდათ ამ საკითხზე საუბარი.

რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153  ზოგადად და 1536-ე მუხლი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას  კრძალავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მიხეილ ჯახუამ კანონმდებლობის  ხარვეზებზე ისაუბრა. 

     „მოქმედი კანონმდებლობის ერთ-ერთი ნაკლოვანებად  უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძვლად  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უთითებს არა ყოველგვარ გარე ვაჭრობას, არამედ 12165024_1160802360616110_1146595752_oვაჭრობას “შესაბამისი ნებართვის გარეშე”, თუმცა თბილისი საკრებულოს  2014 წელს მიღებული  დადგენილება,  „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებსა და ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურას.“

 

გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოხატავენ სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. მათი განმარტებით, სახალხო დამცველი არ ინტერესდება მათი პრობლემებით. ისინი უჩა ნანუაშვილთან  შეხვედრას მოითხოვენ. სახალხო დამცველის  პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ გარევაჭრობის საკითხი არ შეუსწავლიათ.

გარევაჭრობის  აკრძალვის  შემდეგ სხვადასხვა ლოკაციებზე მდგომარეობა შეცვლილია.  მოქალაქეთა დიდი ნაწილი ორ საკითხზე  ამახვილებს  ყურადღებას. მათი განმარტებით, გადაადგილება გაადვილდა და სანიტარიული ნორმები მოწესრიგდა, თუმცა, ისინი ამ ხალხის ბედზეც ფიქრობენ და მერიას მათი დახმარებისკენ მოუწოდებენ.

 

საქართველოს თვითდასაქმებისა და ვაჭრობის  სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, მირანდა მანდარიამ,  განმარტა, რომ      ბოლო პერიოდში თბილისში აკრძალული გარევაჭრობის  საკითხზე პროფკავშირები არ მუშაობენ, რადგან თბილისის  გარემოვაჭრეები მათი წევრები არ  არიან, არაწევრ პირებთან კი  მათ არანაირი ვალდებულება  არ აქვთ. მათ ასევე  ამ საკითხზე არ აქვთ კომუნიკაცია თბილისის მერიასთან. თუმცა, ის განმარტავს, რომ  საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციები  პროფკავსირებსა და ადგილობრივ მთავრობებს გარევაჭრობის  ფორმალური ვაჭრობით ჩანაცვლებისა და ამ ხალხის  დახმარებისკენ მოუწოდებენ.305F88C3-E79E-4A8E-AC89-FA16164058D4_w1023_r1_s

მომხმარებელთა უფლებების  დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ გარევაჭრობის აკრძალვა დადებითად შეაფასა. მისი განმარტებით მნიშვნელოვანია გარემოვაჭრეების უფლებები იყოს  დაცული, თუმცა  ეს იმას  არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება ზიანი მიაყენონ სხვებს  თავიანთი საქმიანობით. იგი გარემოვაჭრეებს ბაზრობებში შესვლისკენ მოუწოდებს, მერიას კი ყველა  სახის ბერკეტის გამოყენებას ურჩევს, რათა მომხმარებელთა უფლებები იყოს  დაცული.

შეგახსენებთ, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევი, ისანი-სამგორი, დელისი, ბარათაშვილის  ქუჩა, რუსთაველის  გამზირი – ეს იმ ადგილების  ჩამონათვალია, სადაც გარევჭრობა აპრილსა და მაისში აიკრძალა. გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე ადგილები ექვსი თვის  ვადით უფასოდ გამოეყოთ, ისინი ასევე  სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილოა და  დღეს საღამოს  რვა  საათის მოლოდინში ატარებს. არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ  ადგილი არ მოუწიათ, თუმცა, მერიის  სამსახურებმა ამ კითხვაზე  პასუხი არ გაგვცეს.

გაცრუებული მედია და საზოგადოება

დღეს, სმარტფონების ეპოქაში, როცა ინტერნეტის და სოციალური ქსელების  ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რეპორტიორი გახდეს, გადაუმოწმებელი ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების შანსი კიდევ უფრო მატულობს. ამგვარი ამბები ხშირად სოციალურ ქსელებში ვრცელდება, თუმცა, არაერთხელ გავრცელებულა ე.წ. Fake news სხვადასხვა სანდო მედია ორგანიზაციის საშუალებით. 1_Y0NeQqkMifDS8mQQJZu7aA

     მოკლედ დღეს მოგიყვებით ცრუ ინფორმაციების შესახებ . ვიდრე კონკრეტულ შემთხვევებს განვიხილავდეთ, მოკლედ გეტყვით, რომ ცრუ ინფორმაციებს დიდი გავლენა  აქვს საზოგადოებასა და  საზოგადოებრივ აზრზე, მათ ხშირად იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა.

    da964ac41d73a7269609466f47631e8fალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ ბოლო პერიოდის ამბებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა. ნინია კაკაბაძემ მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ყალბი ფოტო, სადაც თითქოს ის და გოგი გვახარია  პატრიარქს სტუმრობდნენ.

ნინია კაკაბაძის სტატუსი ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე, როგორც ფაქტი ისე გაავრცელა. ასე მოიქცა სააგენტო – on.ge, ipress.ge, mediamall.ge, digest.pia.ge და fortuna.ge. მაგალითად, fortuna.ge-ს პატრიარქისა და შორენა ბეგაშვილის შეხვედრის შესახებ ამბავი ამავე ფოტოთი 2016 წლის 29 მარტს აქვს გამოქვეყნებული.

042081a38ffa25fbd83a2c2917b34895

ფოტო კი რეალურად იყო დამუშავებული და რეალურ ფოტოზე ვხედავთ შორენა ბეგაშვილს, როცა ის პატრიარქთან იმყოფებოდა. რეალურად მედია საშუალებებმა, გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ნინია კაკაბაძემ მალევა გააკეთა განცხადება, რომ მისიფეისბუქ სტატუსი უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. მედია საშუალებებმა, რა თქმა უნდა, წაშალეს გავრცელებული ნიუსები.

0a9eda2e764cdcbb967281ef24916b7b

ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე ხნის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო რეალურად ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო.

c1c64805d2274e33fc72db9c661ada8d

იგივე ინფორმაცია გაავრცელა სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტომ.

Capture1111

Capture

ფოტოები ადრეც ხშირად ყალბდებოდა, ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტის “მედიაჩეკერის” მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია გაყალბებული ფოტოისტორიები.

მკვლელი ჰაერი

ჰაერის დაბინძურება საქართველოში

დაბინძურებული ჰაერით ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 6,5 მილიონი ადამიანი კვდება. ბოლო წლების  განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე  დაბინძურებული ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით. ეს  გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ძველი და  გაუმართავი ავტოპარკით, ურბანიზაციის პროცესით, განუვითარებელი საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემით, ქაოსური მშენებლობებით და სხვა.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია_

საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, რომლთა 50-55% თბილისში რეგისტრირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში პოპულარულია დიზელის მანქანები, რომლელთა  ძრავა წვავს ცოტას, მაგრამ გამოიმუშავებს უფრო მეტ ჭვარტლს, მყარ ნაწილაკს და აზოტის ოქსიდს, ბენზინის ძრავასთან შედარებით.

32471962_1050673591738868_7190189777977606144_n

ფოტო: მიშო გოგუაძე

12615595_1075873982464689_5726615712869771673_o3 მაისს გარემოს  ეროვნულმა  სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მეთერთმეტე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში მოყვანილია ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის, ბენზოლისა და  გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაციები და  ჰაერის  ხარისხის  შესაბამისი ინდექსები თბილისისა და  რეგიონების მიხედვით. კვლევაში გამოყენებულია ოთხი ტიპის ინდექსი, დაბალი 0-40 მკგ/მ3 , საშუალო 41-80 მკგ/მ3 , მაღალი 81-120 მკგ/მ3 და ძალიან მაღალი 121 მკგ/მ3-ზემოთ.

თბილისის მასშტაბით გაზომვები 25 ადგილზე ჩატარდა, აქედან 20 ადგილზე ჰაერში აზოტის დიოქსიდის  საშუალო ინდექსი, 41-80 მკგ/მ3-მდე დაფიქსირდა , ხოლო გლდანის I მკ/რაიონში, ლიბანისა და  ბენდელიანის ქუჩაზე, ასევე  მზიურის პარკის ტერიტორიასა და პეტრიწის ქუჩაზე არის  დაბალი მაჩვენებელი, 0-40 მკგ/მ3 .  Simple Red Infographicწყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო.

რეგიონებში, თბილისთან შედარებით, კარგი მდგომარეობაა. 30 გაზომვის ადგილიდან მხოლოდ 9 ადგილზე დაფიქსრდა საშუალო ინდექსი, მათგან ყველაზე მაღალი ბათუმში, მაიაკოვსკის ქ.55-ში, ტერმინალის ცენტრალური შესასვლელში იყო (68,35 მკგ/მ3), თუმცა ყველაზე  დაბალი მაჩვენებელიც ბათუმში, საბაგირო გზის მანქანების სადგურში დაფიქსირდა(9,15 მკგ/მ3). კვლევის  თანახმად, საშუალო ინდექსია ზესტაფონში საქკაბელთან და აღმაშენებლის  #8-ში. ასევე 41-80 მკგ/მ3 ფარგლებშია ქუთაისში, ჭავჭავაძის  გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დაბალი ინდექსი აღინიშნება საქართველოს სამ რეგიონში შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

 32501118_621331378213381_3966456921250070528_nწყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციების მნიშვნელობები (მკგ/მ3) და ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინდექსები დაბალ მაჩვენებელ უტოლდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

32512017_621331774880008_553590992050061312_nწყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

32378038_621331761546676_2950122227128860672_n

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დამცველები არასერიოზულად აღიქვამენ გარემოს ეროვნული სააგენტოს  სტატისტიკას. ნატა ფერაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ეს კვლევა არ  ასახავს რეალურ მდგომარეობას და  ბევრი კითხვები აქვთ, რომელსაც არავინ პასუხობს.

“იპოდრომი იჩეხება, ახალი ესტაკადები კეთდება, არ არსებობს ქალაქის განვითაების ნორალური გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად გაუმართავია, ქუჩაში ადამიანები პირბადეებით დადიან და ესენი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადააო. არაფერიც  არაა კარგად და მივმართავთ მერიას და ყველა შესაბასის უწყებას დაიწყონ აქტიური ღონისძიებები, სხვა შემთხვევაში თბილისში ცხოვრება უკვე  წარმოუდგენელი ხდება.”

სოცალურ ქსელში მოქალაქეები ხშირად დებენ ვიდეოებს, ქალაქში არსებულიმდგომარეობის შესახებ. Facebook- ის პირდაპირი ეთერით გამოეხმაურა ნანკა კალატოზიშვილი ქალაქში არსებულ მდგომარეობას, მისი განცხადებით, თბილისში სუნთქვა შეუძლებელია და ამიტომ პირბადით უწევს  ქუჩაში სიარული.

ჰაერის  დაბინძურება პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას. დაბინძურებული ჰაერის რისკჯგუფი საზოგადოების ყველა წევრია, თუმცა ბავშვებზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

ნეტგაზეტის ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომელთა გამომწვევად ჰაერის დაბინძურება მიიჩნევა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, გარემოს დამაბინძურებლებით [აზოტის დიოქსიდი (NO2), ნანხშირორჟანგი (CO2), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O3), მტვრის ნაწილაკები (PM2.5, PM10)] გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120 050 566 ლარი.

ნეტგაზეთის ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხის დაახლოებით 60% გადარიცხულია თბილისში არსებულ კლინიკებში. გასათვალისწინებელია, რომ რეგიონების მოსახლეობის ნაწილი სამკურნალოდ დედაქალაქის საავამდყოფოებს მიმართავს, რაც ამცირებს რეგიონებში კლინიკებში მიმართვიანობის პროცენტს.

TYPE DESIGN

ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინდიკატორული კვლევების შესახებ ისაუბრა ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი განმარტებით, საქართველოშიარ არის  საგანგაშო მდგომარეობა ჰაერის  დაბინძურების მხრივ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესების მხრივ აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების ჩატარება. მისივე  განმარტებით, რეგიონის მიხედვით საქართველოში საუკეთესო მდგომარეობაა თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით.
ბოლო პერიოდში თემით აქტიურად  დაინტერესდნენ მედია საშუალებები, ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედია საშუალებებში გასული გადაცემები და სიუჟეტები.

ფოტო: მიშო გოგუაძე

დასაქმება და უმუშევრობა

 

      ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) ათასი კაცი

Untitled design

დასაქმებული, ათასი კაცი

Untitled design (3)

უმუშევარი, ათასი კაცი

Untitled design (2)

უმუშევრობის დონე, პროცენტებშიUntitled design (1)

Continue reading “დასაქმება და უმუშევრობა”

კიდევ ერთი მაღაროელი…

26 მარტის დილა ჭიათურაში. კიდევ ერთი ჭიათურელი მაღაროელი, ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. შუქრუთის მაღაროს გვირაბში ლოდები ჩამოინგრა, ორ შვილს, ცოლსა და ოჯახის  სხვა წევრებს  ზაზა აღარ ჰყავთ.download

ზაზა აბრამიშვილის  ცხედრის ამოტანა 12 საათზე  მეტი ხნის შემდეგ მოხერხდა, მანამდე გაწმენდითი და ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ავარიული უბანი, მუშაობა ღია მასის ქვეშ ადმინისტრაციის ბრძანებით…

კითხვები ბევრია გამოძიება კი დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ქვეყნის მასშტაბით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წელს 11 ადამიანი გარდაიცვალა.

81

ბოლო ათი წლის მონაცემებით, საწარმოო ტრავმით 400-ზე მუშა გარდაიცვალა, ხოლო 700-ზე მეტი დასახიჩრებულია. მონაცემების 80 პროცენტი სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულებზე მოდის – ეს არის მონაცემები, რომელიც პროფკავშირებს აქვთ და ის არასრულია, რადგანაც პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუსტად ვერ ხდება ქვეყანაში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

 საქართველოს საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ 2015-2017 წლებში გამოტანილი ყველა განაჩენი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლით არის გამოსული, გამამტყუნებელია. (წყარო: ნეტგაზეთი)

ზაზა აბრამიშვილის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, პროფკავშირების ორგანიზებით, მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო მსვლელობა დაგეგმეს ღირსეული და უსაფრთხო შრომისათვის.

მაღაროელების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც 29 მარტს 11:00 საათზე ჭიათურაში გაიმართება, 23 მარტს სოციალური ქსელით დაიგეგმა.066AC395-C6AB-45FB-9E22-DE097D09DEE5_w1200_r1_s

 

სოციალურ ქსელში გაცრცელებული ინფორმაციით, მაღაროელებს წაართვეს ოჯახის წევრების მონახულების უფლება და აიძულებენ, რომ თვეში 360 საათი დამსაქმებლის ტერიტორიაზე გაატარონ.

 

მათი განცხადებით, შრომითი სტანდარტები გამუდმებით უარესდება, ეტაპობრივად მათი ხელფასი იკლებს და სამუშაო იმატებს:

“ბოლო რამდენიმე წელიწადში დასაქმებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულით შეამცირეს, დარჩენილი შრომით კოლექტივი კი იგივე რაოდენობის მადანს მოიპოვებს. ამ გზით სარგებელი მხოლოდ კომპანიამ ნახა.”

როგორც პროფკავშირები აცხადებენ, მაღაროში სოციალური უსამართლობის კლასიკურ შემთხვევებს აქვს ადგილი, რადგან ერთიდაიგივე პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანები განსხვავებულ ხელფასებს იღებენ.

მაღაროელები ასევე ჩივიან, რომ მათ წაართვეს მკურნალობისა უფლება, არ უხსნიან ბიულეტენს და თუ უხსნიან ხშირ შემთხვევაში არ უნაზღაურებენ.